აუდიტსერვისის საბუღალტრო აკადემიის საბუღალტრო კურსები დამწყები ბუღალტერებისთვის

 b_165_140_16777215_00_images_sys_444.png

საბუღალტრო კურსები დამწყებთათვის არის აუდიტსერვისის საბუღალტრო აკადემიის  პროექტი, რომელიც საშუალებას აძლევს ბუღალტერიის შესწავლით დაინტერესებულ საზოგადოებას შეიძინოს ის პრაქტიკული ცოდნა, რომელსაც დღესდღეობით ითხოვს თანამედროვე ბიზნესი დამწყები ბუღალტრისგან.

2009  წლიდან დღემდე ეფექტური ტრენინგების მეშვეობით მან თავისი წვლილი შეიტანა დამწყებ ბუღალტერთა მომზადებისა და განვითარების სისტემის ჩამოყალიბებაში საქართველოში.

საბუღალტრო კურსების სახელმძღვანელო შედგენილია იმგვარად, რომ  მსმენელმა ლაკონურად და მისთვის გასაგებ ენაზე შესძლოს ბუღალტერიის შესწავლა და დაეუფლოს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საგადასახადო დაბეგვრის სასტარტო  დონეს.

ბუღალტერიის შესწავლა მიმდინარეობს როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური ფორმატით. სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს 2 თვეს და სასწავლო პროგრამა მოიცავს:

  1. ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი
  2. საქართველოს საგადასახადო კოდექსი
  3. საბუღალტრო პროგრამები(ორისი, 1 C, ინფო, ფინა)
  4. შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდის გამოყენება rs.ge

ამ ეტაპის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულებს საშუალება აქვთ გაიარონ სტაჟირების კურსი, რომლის დროსაც ისინი დამოუკიდებლად მუშაობენ პროფესიონალი ბუღალტრების თანხლებით და  ასრულებენ დამწყები ბუღალტრისთვის განკუთვნილ სამუშაოს : სალაროს და ბანკის გატარებებს, შეძენის და რეალიზაციის ოპერაციებს, ხელფასების აღრიცხვას , იმპორტის ოპერაციებს, საწვავის აღიცხვას, სესხის პროცენტის დათვლას და.ა.შ.

კურსი ორიენტირებულია მსმენელისთვის იმ პრაქტიკული უნარ-ჩვევების გადაცემაზე, რომლთა მეშვეობითაც  საქართველოში რეალურად მიმდინარეობს დამწყები ბუღალტრის სამუშაო დღე. 

Bize ulaşın

Nearby Metro Akhmeteli, on the top of ProCredit Bank, floor 3
+995 597 37 05 12
+995 32 272 98 10
Çalışma saatleri 09:30-19:00
This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

Haberler Takvimi

October 2020
Mo Tu We Th Fr Sa Su
28 29 30 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1

Hakkımızda

Hakkımızda

Audit Servis Firması Web Sitemize hoş geldiniz! Firmamız 2009 Yılında kurulmuştur ve kendine mahsus çalışma prensipleri uygulanarak müşterileriyle işbirliği yapıp faaliyetleri sürdürmektedir.

Şirket Haberleri

ევროკავშირის საგრანტო პროგრამა JOINT OPERATIONAL PROGRAMME - BLACK SEA BASIN 2014-2020

აუდიტსერვისმა განახორციელა საგრანტო პროგრამის JOINT OPERATIONAL PROGRAMME - BLACK SEA BASIN 2014-2020 აუდიტი, რომლის ფარგლებშიც დამკვეთის მხარეს წარმოადგენდა ააიპ ქალაქ ქუთაისის მერია . Devamını oku...