საგადასახადო შეღავათები სამშენებლო ბიზნესს !

b_165_140_16777215_00_images_sys_sss.png დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით განთავისუფლდა ე.წ. მშენებარე კორპუსებში ბინისა და კომერციული ფართის მიწოდება,იმ პირობით, თუ აღნიშნულ ობიექტზე 2008 წლის 08 აგვისტომდე არსებობდა მშენებლობის ნებართვა ან საპროექტო დოკუმენტაცია. მერიის მიერ დადგინდა შეღავათით მოსარგებლე ობიექტთა რეესტრი. ანალოგიური დაბეგვრის რეჟიმი განესაზღვრა მშენებარე ობიექტებისთვის გაწეულ სამშენებლო მომსახურებას.
აღნიშნულ საგადასახადო შეღავათს არეგულირებს სსკ მუხლი 309 - „გარდამავალი და დასკვნით დებულებები“, პუნქტი 79-82, რომლითაც განსაზღვრულია დამატებითი მოთხოვნები :
   

    მუხლი 309. გარდამავალი დებულებანი

   79. დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით თავისუფლდება უძრავი ქონების მიწოდება, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:
    ა) უძრავი ქონება მიწოდებულ იქნა 2015 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 იანვრამდე პერიოდში;
  ბ) მიწოდებული უძრავი ქონება განთავსებულია 2008 წლის 8 აგვისტოსთვის ძალაში მყოფი მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებულ ობიექტში ან იმ ობიექტში, რომელზედაც, 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით, საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებული იყო, მშენებლობის ნებართვა კი შემდგომ გაიცა;
   გ) უძრავი ქონების მიწოდების განმახორციელებელი პირი არის ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტზე გაცემული მშენებლობის ნებართვის მფლობელი (იგი შეიძლება არ იყოს ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მშენებლობის ნებართვის/საპროექტო დოკუმენტაციის (არქიტექტურული პროექტის) მფლობელი);
 დ) იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს 2018 წლის 1 იანვრამდე გამოსცემს;
   ე) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, მთლიანად ან ნაწილობრივ საცხოვრებლადაა განკუთვნილი;
   ვ) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი.
   80. ამ მუხლის 79-ე ნაწილის შესაბამისად დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული უძრავი ქონების მიწოდების განმახორციელებელი პირისათვის იმ ობიექტთან დაკავშირებით გაწეული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურება, რომელიც ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი, გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით.
   81. ამ მუხლის 79-ე და მე-80 ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათების გამოსაყენებლად იმ ობიექტების ნუსხას, რომლებიც აკმაყოფილებს ამ მუხლის 79-ე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.

კონტაქტი

მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორია პროკრედიტ ბანკის თავზე მე3-ე სართული
+995 597 37 05 12
+995 32 272 98 10
სამუშაო საათები 09:30-19:00
ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სიახლეების კალენდარი

აპრილი 2024
ორ სამ ოთხ ხუთ პა შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 1 2 3 4 5

ჩვენ შესახებ

ჩვენს შესახებ

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კომპანია აუდიტსერვისის ვებ-გვერდზე. კომპანია ფუნქციონირებს 2009 წლიდან და თავის საქმიანობას ახორციელებს მომხმარებელთან ურთიერთობის საკუთარი პრინციპების საფუძველზე:

სიახლე

ევროკავშირის საგრანტო პროგრამა JOINT OPERATIONAL PROGRAMME - BLACK SEA BASIN
საგრანტო პროგრამის ENI CBC Black Sea Basin Programme 2014-2020 გარგლებში ჩატარდა სპეციალაური სემინარი აუდიტებისთვის, Managing Authority-ის მიერ წარმოდგენილ იქნა შესაბამისის კითხვარი. აუდიტსერვისმა 2019 წლის განმავლობაში განახორციელა პროექტის 4 მონაწილის აუდიტი,შესაბამისად ტრენინგის თემატიკა ჩვენთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი. სემინარზე განიხილეს მომავალის მიზნები და ორიენტირი, აუდიტორების მიერ ჩასატარებელი აუდიტორული პროცედურების დეტალები ,დანართების შევსების წესი.შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.